ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, სადაც მან ექსპრეზიდენტი მოინახულა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად გამოხატული სისუსტე აქვს და მას რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირს.
„ძალიან დასუსტებულია, ადამიანი დაინახავს ყოველგვარი სამედიცინო კვალიფიკაციის გარეშეც, რომ მას უჭირს გადაადგილება ერთ ოთახშიც, იმ მცირე მონაკვეთში.
ამან განაპირობა ის, რომ მან ვერ შეძლო, წასულიყო სასამართლო სხდომაზე და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი.
არ ვიცი, საერთოდ რამდენად შესაძლებელია საქართველოში გაიაროს რეაბილიტაცია.
უჭირს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი, თვალხილულია ისიც, რომ მას სავარაუდოდ აქვს თავბრუსხვევა ან მსგავსი ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ამ ზოგადი სისუსტიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.










