LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“უწმინდესს ვუთხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ უკან” – მეუფე იაკობი ამბობს რომ მისი განცხადება სიმართლეა

“უწმინდესს ვუთხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ უკან” – მეუფე იაკობი ამბობს რომ მისი განცხადება სიმართლეა

დაპოსტა 2019/10/28-ში
A A
211
ნახვა
გაზიარება

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება სიმართლეა და საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს.

ქორეპისკოპოსი ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში მივიდა, თუმცა საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც პატრიარქის გადაყენების საკითხზე გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის მიერ მასთან შეხვედრას შეეხება.

მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც იმჟამინდელი სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

„ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრების გამო. ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი… რაღაც პოლიტიკოსებთან ჩარევა გვიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს გულში მქონდა ხინჯი, ახლა კი ვარ თავისუფალი ადამიანი ეს რომ ვთქვი. რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. სამი ადამიანი შემხვდა მე. მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თავად ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი ბატონი გახარია. მინდა გითხრათ იქ რაც შევამჩნიე – უხერხულობას გრძნობდნენ რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ. ბატონ გიორგისაც შევამჩნიე ეს და ბატონ ვახტანგსაც. უწმინდესთან დაკავშირებით რაღაც მკითხეს და ეს მე უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი, ბოლოს მაინც ვუთხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ უკან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე: იყო თუ არა აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი უწმინდესის ლიკვიდაციაზე, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ამაზე არ იყო საუბარი, არამედ იყო იმაზე, რომ შეეცვალათ პატრიარქი და ასევე საუბარი შეეხო შემცვლელსაც. ამასთან, ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მოსაყდრე შიოს კანდიდატურა თავისთავად დადგებოდა პატრიარქის შემცვლელად, ვინაიდან ის პატრიარქის მოსაყდრეა და აქედან გამომდინარე, მისი კანდიდატურის დაყენება არ ნიშნავს, რომ ის „მთავრობის კაცია“.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

თეგები: გიორგი გახარიაგიორგი კვირიკაშვილიგომელაურიმეუფე იაკობიპატრიაქრი
გაზიარება86

დაკავშირებული -პოსტები

 23 ოქტომბეს ქუთაისში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
 23 ოქტომბეს ქუთაისში მოქალაქეები  უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ
მთავარი

23 ოქტომბეს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. შეხვედრები საიას ოფისში, მერაბ კოსტავას 11 ნომერში, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ადვოკატები, რეგიონული კომიტეტების წარმომადგენლები...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვას დღეიდან იწყებს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი....

დაწვრილებითDetails

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს ენერგიითა და მოტივაციით იქნებით სავსე. შესაძლოა, სამსახურში ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ განცხადებებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო  ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ” – ირაკლი კობახიძე წყალტუბოზე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2022 წელს ამოქმედდა დე-ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რამაც ხელი შეუშალა ახალი ინიციატივების განხორციელებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მას მთლიანობაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პენიტენციური სამსახური უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ...

დაწვრილებითDetails

” ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, სინამდვილეში ისინი ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში” – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
” ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, სინამდვილეში ისინი ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში” – ლაშა ფარულავა
მთავარი

გზაში გავიგე, რომ გლდანის ციხეში ძმებ ფეიქრიშვილებს ვატო და მისი ბრიგადა ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს დაკავება დადგმული იყო და სინამდვილეში ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში. ადვოკატი საუბრობს, რომ ფეიქრიშვილებს კრიპტო საფულის კოდებს...

დაწვრილებითDetails

“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა
მთავარი

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილები ამ დროისთვის კვლავ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა განუცხადა. დედა შვილების „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვს....

დაწვრილებითDetails

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის შემდეგ, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ გოგა ფეიქრიშვილმა ვენები გადაიჭრა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი
მთავარი

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გოგა ფეიქრიშვილების ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, გოგა ფეიქრიშვილმა წუხელ ვენები გადაიჭრა. როგორც მან „ფორმულასთან“ განაცხადა, გოგა ფეიქრიშვილს სურდა „ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“, რომელსაც დაზიანებები მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"