LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/09/27-ში
A A
7
ნახვა
გაზიარება

უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” – ში წერს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ,,მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქცევა, რომლებსაც არჩევნების “მიუკერძოებელ” დამკვირვებლებად მოაქვთ თავი, ჩვენი დემოკრატიისათვის პრობლემად იქცა.” მისი თქმით, არასამთავრობოებისა და მედიის კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის საკითხი მიკერძოებისა და სტერეოტიპების გარეშე უნდა განვიხილოთ.

,,ჩვენს რეგიონში, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციას ან მედიას აკრიტიკებს, მაშინვე, ავტომატურად, ანტიდემოკრატიული შევიწროების იარლიყს აწებებენ ხოლმე. თუმცა, მოსაზრება, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თავისთავად, არადემოკრატიულია. ამგვარი რწმენა შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ ეს ორგანიზაციები და მედია ვიღაცის ინტერესებში მოქმედებენ და ის ვიღაცა ცდილობს მათ კრიტიკას ტაბუ დაადოს. ამიტომ, არასამთავრობოებისა და მედიის კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის საკითხი მიკერძოებისა და სტერეოტიპების გარეშე უნდა განვიხილოთ.

სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის უნდა იდგეს. თუმცა, ის არ უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკურ ორგანიზაციას. ის, რომ არასამთავრობოს წარმომადგენელი ან ჟურნალისტი ოფიციალურად არ იყრის კენჭს არჩევნებში, სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი არ არის. მათი მიჩნევა მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად არ შეიძლება. ამიტომაც, უფრო სწორი იქნება, რომ მათ პოლიტიკური აქტივისტები ვუწოდოთ და არა სამოქალაქო საზოგადოება. ზოგიერთი მათგანი პირდაპირაა დაკავშირებული ფორმალურ პოლიტიკურ პარტიებთან, ზოგჯერ პირდაპირ ამ პარტიების სახელებსაც კი ირქმევენ, როგორც, მაგალითად „დროა“ ან „ხალხისთვის“. იყო შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპული ცენტრის“ ლიდერები პირდაპირ გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტია „თავისუფლების მოედნად“.

მეტიც, ცოტა ხნის წინ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად გამოაცხადა. არასამთავრობოებმა გააკრიტიკეს ეს გადაწყვეტილება და ის სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებად გამოაცხადეს. თუმცა, სულ რამდენიმე დღეში, ამ არასამთავრობოს ორი წამყვანი ფიგურა ოპოზიციის საარჩევნო პარტიული სიის წამყვან ადგილებზე ვიხილეთ,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

აშკარაა, რომ ამ არასამთავრობოებისა და მედიის დღის წესრიგი ღიად პოლიტიკურია. ისინი გამუდმებით მოუწოდებენ მთავრობის შეცვლისაკენ და, ერთ მომენტში, „ტექნიკური მთავრობის“ ფორმირებაც კი მოითხოვეს, რომელსაც, მათი თქმით, ქართული ოცნების დამხობის შემდეგ, თავადვე გაუძღვებოდნენ. სოროსის ფონდის, „საერთაშორისო გამჭვირვალების“, „ახალგაზრდა იურისტებისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ გზავნილები, ნარატივი და თემების არჩევანი სრულადაა სინქრონიზებული ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. არასამთავრობოების მსგავსად, ისეთი ტელეკომპანიები, როგორებიცაა „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ პროპაგანდისტულ პლატფორმებს უქმნიან იმავე პარტიებს, შესაბამისად „ახალს“, „ლელოსა“ და ენმ-ს.

პოლიტიკური დღის წესრიგისა და მაუწყებლობის გარდა, ამ არასამთავრობოებისა და მედიის ფინანსები ხშირად პირდაპირ ემსახურება პოლიტიკურ პარტიებს: არასამთავრობოები პარტიების შეხვედრებს აორგანიზებენ, აწყობენ „დემოკრატიის ფესტივალებს“ პოლიტიკური აგიტაციისათვის, ან სულაც, პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ. მოკლედ, არასამთავრობოები, მედია და პარტიები ერთმანეთში არიან გადახლართულნი და ქმნიან პოლიტიკურ კონგლომერატებს, რომლებიც ხშირად დაკავშირებულნი არიან ჩრდილოვან ოლიგარქებთან.

უფრო მეტიც, პოლიტიკური კავშირებისა და ფინანსური დახმარების გარდა, ეს არასამთავრობოები და მედია საშუალებები პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან, „დემოკრატიული დახმარების“ გრანტებისა და პროგრამების საშუალებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში შემოედინება. საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ კრძალავს პოლიტიკოსებისა და პარტიების უცხოეთიდან დაფინანსებას. ამ საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, ნებისმიერი პირდაპირი თუ ფარული დაფინანსება უცხოეთიდან არა მარტო არალეგიტიმური, არამედ, უბრალოდ, უკანონოა. სულ ახლახან, ზოგიერთმა არასამთავრობომ ღიად განაცხადა, რომ აპირებენ დაარღვიონ კანონი და არ დაემორჩილონ უცხოური გამჭვირვალების კანონმდებლობას. ამგვარი ღია დაუმორჩილებლობა უფრო შორს მიდის, ვიდრე კანონის ფარული უგულებელყოფა და ღიად უგდებს გამოწვევას სახელმწიფოს ძალაუფლებას.

ამგვარად, უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, თანასწორი საარჩევნო გარემოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გადაწონვითაა დაკავებული, რითაც მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას“, – წერს პაპუაშვილი.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე
მთავარი

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. "1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი
მთავარი

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"