LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უცნაურია ეს 2020, ჩემი პატარა ქუთაისი – ჯერჯერობით დაუმარცხებელ მტერს ებრძვის – ვახტანგ ჩიხლაძე

უცნაურია ეს 2020, ჩემი პატარა ქუთაისი – ჯერჯერობით დაუმარცხებელ მტერს ებრძვის – ვახტანგ ჩიხლაძე

დაპოსტა 2020/10/13-ში
A A
5.5k
ნახვა
გაზიარება

უცნაურად გათენდა…
უხმაუროდ… უჩვეულოდ… უსახურად…
ქუჩა დაცარიელებულა…
მზეს შიშის დიდი თვალები აქვს…
სკოლასთან საცობი არაა… კარი საგულდაგულოდ დაუკეტავთ… ირგვლივ შიშისმომგვრელი სიცარიელეა…
მსოფლიო, საქართველო და ჩემი პატარა ქუთაისი – ერთ დიდ, ჯერჯერობით დაუმარცხებელ, უხილავ მტერს – კორონას ებრძვის…
კორონამ, თუ როგორც უფროსები ამბობენ, ვირუსმა „კოვიდ-19“ წაგვართვა სკოლის მერხთან და მეგობრებთან ურთიერთობა. გვაიძულა სკოლის ნაცვლად, სახლში ინტერნეტის და კომპიუტერის დახმარებით დავესწროთ ე.წ „ონლაინ გაკვეთილებს“. საგანგებოდ გაწერილი ცხრილის მიხედვით ავციმციმდეთ მასწავლებელთან თიმსში, მესენჯერში, ზუმში, რუმში…
თითქოს არც არაფერი… სასკოლო პროგრამას მივყვებით და ვსწავლობთ. ისევ ვყვებით გაკვეთილებს… ისევ ვწერთ დავალებებს… ისევ ვეხუმრებით ერთმანეთს, მაგრამ ონლაინ… ქიმიის მასწავლებელიც კი ონლაინ გავიცანით… ფიზიკის ამოცანებს ვხსნით ონლაინ… მათემატიკის ახალ გაკვეთილსაც ვითვისებთ ონლაინ…
მაგრამ ყველაზე ღირებული, მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი – სკოლის ამხანაგებთან ხალასი, ცოცხალი ურთიერთობები დაგვაკლდა… გვაკლია… ჯერ არ ვიცით როდემდე… არც არავინ იცის… ჩვენზე დიდებმაც კი…
უცნაურად დაიწყო და გრძელდება 2020…
უცებ გავდიდთით… დავბრძენდით… გავითვალისწინეთ რეკომენდაციები… ვისწავლეთ კორონასთან თანაცხოვრება… მაგრამ სკოლაში მაინც ვერ წავედით… თქვენ დიდები ხართ ონლაინ სწავლასაც შეძლებთო… შევძლებთ, მაგრამ უცებ დავიღალეთ… ჩვენთვის შეუფერებელი მძიმე ტვირთი აგვკიდეთ…
მოგვბეზრდა…
დაგვღალა…
ამ უცნაურმა და უსახურმა 2020-მა…
ჩემი და-ძმა სკოლაში წავიდა… მე ისევ სახლში… კომპიუტერთან ვზივარ და ველოდები რომელი საგანი, რომელ საგანმანათლებლო-სოციალურ

ქსელში ჩამიტარდება…
ჩვენ საპილოტე ჯგუფი/კლასი ვართ და განსხვავებული წიგნებით ვსწავლობთ… მაგალითად, ქართულის პირველი გაკვეთილი არის ნიკო ლორთქიფანიძის „დადიანის ასული და მათხოვარი“. ამ ნაწარმოებით ადამიანობას ვსწავლობთ… ვკითხულობ და ვგებულობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად მისი წოდებრივი თუ ქონებრივი მდგომარეობისა. დადიანის ასული კარგი გოგოა… მარტივად მიხვდა მათხოვრის საჩუქრის არსს…
საინტერესოა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ასე მარტივად გებულობენ ადამიანთა თანასწორობის არსს?.. რომ ჩვენ ყველა, დიდი და პატარა ერთნი ვართ?.. რომ სიკეთის კეთება და სხვების დახმარება ყველას ერთნაირად შეგვიძლია?.. რომ ჩვენ ადამიანები ვართ?.. ადამიანები?!.
პანდემიის დროს კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ განსაცდელის, ვირუსის, დაავადების წინაშე ყველანი ერთნი ვართ… ერთმანეთის დაცვით, ერთმანეთის სიყვარულით და სიკეთით უნდა დავუპირისპირდეთ კორონასაც… იქნებ ჩვენმა ერთიანობამ შეაშინოს… ვაქცინის გარეშე დამარცხდეს… იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა და…
და ჩვენ სკოლაში დავბრუნდეთ…
უცნაურია ეს 2020…
უცნაური და არაფრისმთქმელი…
დამღლელი… მომაბეზრებელი…
ჩვენ აქ და ახლა, როგორც გარემოება მოითხოვს, ისე უნდა ვისწავლოთ… უნდა ვიმეგობროთ… უნდა ვიბრძოლოთ…
ჩვენ ეს დაბრკოლება უნდა გადავლახოთ… ჩვენ ჩვენში წარმოშობილი კორონა და მისით გამოწვეული შიში უნდა დავამარცხოთ…
ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ უცნაურ 2020-ს… უცნაურად, უჩვეულოდ, მაგრამ მაინც უნდა გავიაროთ ჩვენი გასავლელი ბილიკები…
უცნაურად გათენდა…
უჩვეულოდ…
ახლა უკვე ხმაურით და სკოლასთან შექმნილი საცობებით…
სკოლისაკენ მიმავალი მოსწავლეებით, მასწავლებლებით…
ცა უჩვეულოდ ნაზი და იმედიანია…
მზეს თვალებში ჩამდგარი შიში გაჰქრობია…
უჩვეულოდ გათენდა…

ვახტანგ ჩიხლაძე, 12 წლის

გაზიარება2180

დაკავშირებული -პოსტები

მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან. ,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და...

დაწვრილებითDetails

სტიქიაა ბაღდათში

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
სტიქიაა ბაღდათში
მთავარი

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტობა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი. „ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის 2 არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.)...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3...

დაწვრილებითDetails

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10...

დაწვრილებითDetails

ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 3 ახალგაზრდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად. - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს “როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა,...

დაწვრილებითDetails

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა
მთავარი

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა - ინფორმაციას Reuters ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის სულ მცირე 800 უცხოელია. პოლიციის თქმით, მოსალოდნელია, რომ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:   27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"