LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან  დანამატს აიღებენ

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან დანამატს აიღებენ

დაპოსტა 2021/01/16-ში
A A
138
ნახვა
გაზიარება

ინფორმაციას განათლების სამინისტრო იუწყება: – ,,საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. შესაბამისად, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის.

ბოლო წლებში სპეციალური მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

ასევე პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.

დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, მომზადდა სარეკომენდაციო ვიდეორგოლები, ხოლო სამინისტროს მულტიდისცპლინური გუნდის წევრები კოორდინაციას უწევენ სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს: გასცემენ რეკომენდაციებს სსსმ მოსწავლეების დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა და სიახლეების შესახებ, აწარმოებენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების გათვალისწინებით ეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, შესაბამისად, მათი ანაზღაურების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2019 წლის ოქტომბერს მასწავლებელთა ხელფასი 150 ლარით გაიზარდა. ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, 2021 წლის იანვრის თვეში სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ. სახელფასო დანამატი ეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად.”-წერია სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.

გაზიარება55

დაკავშირებული -პოსტები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

8 მაისს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.   ბათუმში უნალექო ამინდია....

დაწვრილებითDetails

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი: მოემზადეთ მოულოდნელი პრობლემების გადასალახავად. შეიძლება გარემოებები სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ სწრაფი რეაგირება დაგჭირდებათ .   კურო: იყავით კრეატიული და დაჟინებული, რათა მიაღწიოთ სასურველს. გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს ინიციატივებს .  ...

დაწვრილებითDetails

მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
მთავარი

გილოცავთ, მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! 🥈 ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 🏋️ ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) იასპარეზა. 🇬🇪 ძალოსანმა...

დაწვრილებითDetails

მაისის ყველაზე იღბლიანი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ასტროლოგების პროგნოზით, მაისი განსაკუთრებულად წარმატებული სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება. ამ პერიოდში მათ ფინანსური, პროფესიული და პირადი წარმატებები ელით. პირველ ადგილზეა კურო - მაისი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების დროა. მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 736 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.22%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა
მთავარი

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან...

დაწვრილებითDetails

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. ბოლო ცნობებით, მამაკაცი ლიანდაგებიდან ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს, გაჩერებულია მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

დაკარგული ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა
მთავარი

,,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციისა და გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, კამერებში ჩანს, რომ ჩემი მამიდა მზია ლომაია დილით სახლიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"