ახლად გაკეთებული ნიკიტინის სკვერი ხარვეზით არის შესრულებული. მოქალაქეებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ რიონის პირას სკვერს, საბოლოოდ უსწორმასწოროდ დაგებული ფილები და უკუღმა დამონტაჟებული ონკანი შერჩათ. ,,ლეიბორისტული” პარტიის სულხან საბა-ვაკისუბანის მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი კიკვიძის თქმით, საქმე გვაქვს კორუფციასთან და “ქართულმა ოცნებამ” იგივე ბედი არგუნა ნიკიტინის სკვერს, რაც თეთრ ხიდს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით მერიას ნიკიტინის სკვერის სამუშაოები არ ჩუაბარებია, კომპანია „გლობალ სტანდარტმშენ“-ს კი ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მიეცა.