საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ეხმაურება მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას ელჩების 2020 წლის კონფერენციაზე“.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ გამოვიდა.
„ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, -აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გუშინ ერდოღანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კავკასიაში რუსეთის ირანის ინტერესების გაძლიერებას ეხება და რეალურად რეგიონიდან დასავლეთის გაძევებას უწყობს ხელს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ელჩების კონფერენციაში ჩართვისას პირდაპირ განაცხადა, რომ “კავკასიური პლატფორმის” მიმართ საქართველოს პოზიცია პასიური და მეორე ხარისხოვანი ვერ იქნება.
ეს ის კავკასიური პლატფორმაა, რომლის შექმნის ინიციატივითაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი 11 დეკემბერს გამოვიდა, რაც ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი ერთობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც დასავლეთი არ მოიაზრება და მხოლოდ ტურქეთი ირანი, რუსეთი და კავკასიის სახელმწიფოები იქნებიან..
ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესისითვის გაუგებარია, რატომ არ იცავს საქათველოს პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს და თავისი პოზიციებით რატომ უწყობს ხელს რუსული საოკუპაციო ჯარების ლეგიტიმაციას რეგიონში.
სალომე ზურაბიშვილის პოზიციას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩი იან კელი.
ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს პრეზიდენტის შეახსენა, რომ რუსეთი ოკუპანტია და არა მშვიდობისმყოფელი.
პრეზიდენტის პოზიცია არც მის თანაპარტიელებს მოსწონთ, თუმცა მის ღია კრიტიკას ვერ ბედავენ, ოპოზიცია კი ყველაფერს თავის სახელს არქმევს – ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩაშლას უწყობს ხელს.