LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უნიკალური აღმოჩენა რაჭაში – ნაპოვნია გიგანტური ნიჟარები

უნიკალური აღმოჩენა რაჭაში – ნაპოვნია გიგანტური ნიჟარები

დაპოსტა 2025/05/26-ში
A A
179
ნახვა
გაზიარება

უნიკალური აღმოჩენა რაჭაში – ნაპოვნია გიგანტური ნიჟარები – მასალას ამის სესახებ ,,კვირის პალიტრა აქვეყნენს” 

ლექსო ჯაფარიძე რაჭაში, ონში ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი შენატრის: თვალწარმტაც და მშვიდ გარემოში, ახალგაზრდა კაცს შეუძლია ნებისმიერი საქმე დაუძაბავად აკეთოს და თან მუდამ მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში. ისიც შეიძლება ითქვას, რომ არც აღმოჩენებზე უფიქრია ოდესმე – რაჭის თვალწარმტაც ბუნებაში ადრენალინი ისედაც ბევრია. თუმცა უნებლიეთ აღმოჩენის ავტორი გახდა და აფორიაქდა: ამჟამად ელოდება, როდის გააგრძელებენ მეცნიერები მის საქმეს, თავად კი იმის შფოთი აღარ ექნება, რომ მათ მოსვლამდე მისი აღმოჩენიდან ბევრი რამ დაიკარგება.

 

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მეგობრებთან ერთად ონიდან სოფელ შქმერში მოუხდა წასვლა. ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მყოფი სოფელი შქმერი ერთ დროს ოკეანის ფსკერზე იყო გაშლილი და ახლა ამ ფსკერზე გიგანტურ მოლუსკებს ათვალიერებდა – დღევანდელ მოლუსკებთან დაახლოებით იმ შეფარდებით, როგორც დინოზავრები შეეფარდებიან ხვლიკებს.

 

შესაძლოა ვინმემ გაიფიქროს, დიდი ამბავი, ყველა წერა-კითხვის მცოდნემ იცის, რომ ოდესღაც მთელი კავკასია ოკეანით იყო დაფარულიო! მაგრამ საქმე ასე მარტივად როდია, ლექსო ჯაფარიძე ამ ოკეანის ნამდვილ ბინადრებს წააწყდა. მართალია, გაქვავებულებს, მაგრამ სრულიად სრულყოფილი “ჰაბიტუსის” მქონეთ, რამაც ძალიან გააოცა.

 

 

– სოფელ შქმერში აღმოჩენილი გიგანტური ზღვის ნიჟარების ფოტოები სუნთქვას გიკრავს. ფორმით მსგავსს ახლაც წააწყდები ზღვაზე, მაგრამ იმდენად მცირე ფარდობით, როგორც დინოზავრი და ხვლიკია. მართალია, უხსოვარ დროში კავკასია ოკეანით იყო დაფარული, თუმცა მისი კვალი ასე ცხადად თითქმის არსად უნახავთ.

 

– მე მეცნიერი არა ვარ; ამიტომ არ ვიცი, ასეთი გიგანტი ნიჟარები თუ არის აღმოჩენილი სადმე და მით უფრო, საქართველოში. ამიტომ მინდა ეს ადგილი­ მეცნიერებმა შეისწავლონ. თუმცა ისინი არც შქმერში გამოჩნდებოდნენ, რომ არა რაჭის ახალი გზა. როდესაც გზა გაჰყავდათ, ასეულობით და ათასეულობით კვადრატული მეტრი მიწა მოიჭრა, მიწა, რომელიც მილიონობით წლის ოკეანის ნაშთებს ფარავდა და ყველაფერი გაშიშვლდა. ამიტომაც მივაგენი ამ გიგანტებს.

 

– შეიძლება შქმერში სხვა დროს სხვას გაევლო და ყურადღებაც არ მიექცია მიწის იმ მასისათვის, რომელიც მოჭრის შედეგად დარჩა.

 

– იმ დღეს მეგობართან ერთად შემთხვევით წამოვედი. ქვიანი მიწისკენ ხშირად გამირბის თვალი, აუცილებლად შევათვალიერებ ხოლმე. ალბათ, ის მისტიკა მიზიდავს, რომელიც ქვას აქვს: ქვები მილიონობით წლების განმავლობაში ყალიბდება და ამ წლების ამბავს აქვს რაღაც ძალა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. მოკლედ, როდესაც მოჭრილი მიწის მასასთან ჩავიარე, უცნაურად დაზოლილ ქვას მოვკარი თვალი. რომ მივუახლოვდი და დავაკვირდი, ჩაკირული ნიჟარა იყო, თანაც პატარა კი არა, დაახლოებით 30 სმ დიამეტრის და კიდევ მეტი. მერე მიწის გორას გვერდიდან შემოვუარე და იქაც იგივე დამხვდა. ამჯერად სხვა ფორმის მოლუსკიც ვიპოვე და ვიღას ახსოვდა შქმერში წასვლის მიზეზი, იქაურობას ვეღარ მოვშორდი. Uამ ამბიდან რამდენიმე დღე გავიდა და მაინც შქმერში მიმიწევს გული. უფრო მეტი მოლუსკი მხვდება, თანაც განსხვავებული ფორმის.

 

როგორც ჩანს, მიწის ზედაპირზე მყოფი­ ნაწილები ნიჟარებთან ერთად გაქვავდა. მაგრამ სიღრმეში რბილი ქანებია და ნიჟარები ადვილად მოსცილდება. როდესაც ნიჟარა გამოვაცალკევე, შევცბუნდი არა მხოლოდ ზომით, არამედ იმის შეგრძნებით, რომ ერთ დროს ამ ადგილას ოკეანე იყო და ახლა მე მის ფსკერზე ვიდექი, თან მტაცებელი მეჭირა ხელში, იმდროინდელი წყლის ბინადრები. დედამიწის გეოლოგიური ასაკის შესახებ ცოტა რამ წამიკითხავს და მაშინვე გავიფიქრე, 150 000 მილიონი წლის არსებასთან მაქვს საქმე-მეთქი. წარმოგიდგენიათ, ეს როდის იყო?

 

განაგრძეთ კითხვა

გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული – NCDC

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევების გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსია. NCDC-ში აცხადებენ, რომ ჩატარებული კვლევებით ვირუსის არსებობა უკვე დადასტურებულია. ცენტრის ცნობით, ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა გამოჯანმრთელდა და...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა იოაკიმე და წმინდა ანას ხსენების დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
დღეს წმინდა იოაკიმე და წმინდა ანას ხსენების დღეა
მთავარი

22 სექტემბერს არის ხსენება წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმე და ანასი. ტროპარი რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღმრთივმონიჭებული გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,...

დაწვრილებითDetails

30 000 ლარზე მეტი ნაძარცვი, გატაცებული მოტოციკლი და მიკროავტობუსი – დაკავებულია 6 არასრულწლოვანი

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
30 000 ლარზე მეტი ნაძარცვი, გატაცებული მოტოციკლი და მიკროავტობუსი – დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია. ...

დაწვრილებითDetails

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ქართველმა ალპინისტმა ლევან მოსაშვილმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ქართველმა ალპინისტმა ლევან მოსაშვილმა  უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა
მთავარი

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ქართველმა ალპინისტმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა. ლევან მოსაშვილმა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პროექტის „შენი მწვერვალის“ ფარგლებში უშბის ჩრდილოეთ წვერზე სოლო ასვლა განახორციელა. მოსაშვილის...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი გიორგი გიორგაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
გერმანიაში ქართველი ემიგრანტი გიორგი გიორგაძე გარდაიცვალა
მთავარი

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი, 28 წლის გიორგი გიორგაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის დედაც ემიგრანტია. „კიდევ ერთი ემიგრანტი გამოაკლდა ჩვენს სამშობლოს, კიდევ ერთი სიცოცხლით სავსე...

დაწვრილებითDetails

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

ვერძი   მოვლენები სწრაფად განვითარდება. სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შეიძლება მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდეთ. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ.   კურო   ყურადღება ფინანსებსა და პრაქტიკულ საქმეებზე გადაიტანეთ. შესაძლოა სასიამოვნო ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

22 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოეს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"