უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ უკრაინაზე ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის თითოეული პაკეტი პირდაპირ იცავს ადამიანების სიცოცხლეს, რადგან რუსეთი ყოველ დღესა და ღამეს მკვლელობისთვის იყენებს.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მკვლელებზე და დავეხმაროთ ცოცხლებს, რათა დავასრულოთ ეს ომი და უზრუნველვყოთ საიმედო მშვიდობა“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, ომის შეჩერება მხოლოდ ძალის საშუალებითაა შესაძლებელი.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორს, ვინც ამ გზით იყენებს თავის შესაძლებლობებს. ომები ძალის საშუალებით წყდება – ძალით აგრესორის წინააღმდეგ, ძალით სიცოცხლის დასაცავად“, – წერს ზელენსკი.