“უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა” – პრემიერმა ღარიბაშვილმა გუშინ ნათქვამი დღეს პირდაპირ ეთერში შეცვალა.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 28 ოქტომბერს “იმედთან” თქვა: „თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“
დღეს პრემიერმინისტრმა თავისი ნათქვამი თავადვე შეცვალა:
ბუნებრივია, მე გუშინ ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიცია განსაზღვრულია კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა მე საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, დაკავებულის უფლებაა შიმშილობის უფლება და მე ვთქვი, რომ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა,- თქვა ღარიბაშვილმა.