„ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნიღბების საწარმოო ნიმუშები მზად არის. 25 მაისს მექნება პრეზენტაცია სრული ინფორმაციით, ყველა პარამეტრებით და სერტიფიკატებით,“- წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სამედიცინო ველნეს კურორტ “ბიოლის” დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე.
“ნიღაბი გათვლილია ერთ ბლოკზე, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შეიძლება ორი ან სამი ბლოკის დაყენება, რაც გულისხმობს რომ ჰაერი სამჯერ უფრო მეტად გაიწმინდება.
სულ ეს არის რაც ამ მოკლე დროში, მსოფლიო კარანტინის პირობებში მოვასწარით. მომავალში ვგეგმავთ საგრძნობლად გავაუმჯობესოთ ნიღბების დიზაინი და დამუხტვის შესაძლებლობები, ასევე ვგეგმვათ საბავშვო ვარიანტების გამოშვებას.” – წერს თამაზ მჭედლიძე თავის ფეისბუკზე.
როგორც მჭედლიძემ წინა თვეში, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ნიღბების წარმოება შესაძლოა, საქართველოშიც დაიწყოს.










