1000 დღე გავიდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. კიევის ცენტრში იმპროვიზებულ მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. დროშა ყველა დაღუპული ჯარისკაცისთვის, – ასეთია მემორიალი, რომლებმაც 1000 დღიან ბრძოლაში დაღუპულებს ეძღვნებათ.
მემორიალი ომში დაღუპულთა ნათესავებმა შექმნეს. დამოუკიდებლობის მოედანზე დაწყებული აქტივობა დროთა განმავლობაში გლოვის სიმბოლოდ იქცა. პირველი დროშები აქ ომის პირველ წელს გაჩნდა. დროშების რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება. ტერიტორიაზე კი ყოველდღე სამგლოვიარო პროცესიები მიმდინარეობს.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ. დასავლეთის შეფასებით, თითქმის სამწლიანი ომის მიმდინარეობისას რუსეთის აგრესიას 80 ათასამდე უკრაინელი მებრძოლი ემსხვერპლა.
1 000 დღიანი ომის ფოტოებს ასოშიეთიდ პრესი აქვეყნებს.