კიშინიოვის აეროპორტში ერთ-ერთ ამანათში აღმოაჩინეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც უკრაინიდან საქართველოში იყო გაგზავნილი.
საეჭვო ამანათი უკვე თვითმფრინავში იტვირთებოდა, რომელიც თბილისში უნდა გამოფრენილიყო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომგზავნი და ვის უნდა მიეღო ის თბილისში.
„კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საფოსტო ნივთების დამუშავებისას ნაპოვნი იქნა სათამაშო მანქანის ფორმის მსგავსი ობიექტი. გაჩნდა ეჭვი, რომ იქ ასფეთქებელი კომპონენტები არსებობდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუვნებელდა“, – იტყობინება მოლდოვის სასაზღვრო პოლიცია.










