უკრაინელებმა რუსეთის ორიოლის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ორიოლში მდებარე ნავთობის საცავი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს.
უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ნავთობის ბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.