LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

უკრაინელები წერენ, რომ რუსული 58-ე არმიის მნიშნელოვანი ნაწილი განადგურებულია

დაპოსტა 2022/04/12-ში
220
ნახვა
გაზიარება

11 აპრილის შეჯამება გიორგი კობერიძის მიერ.

,,- დღეს გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მარიუპოლის მცველმა უკრაინელმა საზღვაო ქვეითებმა მათი ფინალური ბრძოლა დააანონსეს, რის შემდეგად ისინი გმირებად იქცეოდნენ.

ოფიცილური კიევის განცხადებით, როგორც აღმოჩნდა ეს ინფორმაცია იყო მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც მცველთა შორის დემორალიზაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ წყარო თითქოს ოფიციალური იყო, მაგრამ მის მიღრმა რუსული დეზინფორმაცია იმალებოდა. რუსების მიერ მარიუპოლის “აზოველმა” მცველებმა წინათაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ თუკი მართლაც დადგებოდა ქალაქის დაცემის საშიშროება, ისინი საბოლოო ბრძოლას “აზოვსტალის” ქარხანაში გადაიხდიდნენ, რომლის მასშტაბებიდან გამომდინარე საუბარი გვაქვს რკინა-ბეტონის ციხე-სიმაგრეზე.

“აზოვსტალის” აღება თავად ქალაქი მარიუპოლის აღების დონის სირთულედ შეიძლება გადაექცეთ რუსებს. ამასთან, ქალაქში მცველებს რამდენიმე შრიანი თავდაცვის ზღუდე ჰქონდათ გაკეთებული. პირველი და მეორე ზღუდის გარღვევის მიუხედავად ცენტრის, სანაპირო ზოლისა და ქარხნების ტერიტორია უკრაინელთა ხელშია, სადაც თავდაცვის მესამე ზღუდეა წარმოდგენილი.

– დღეს აზოვის ნაწილმა ქალაქის გარეუბანში გამაგრებულ კვარტალურ დასახლებებში რუსულ სამხედრო ნაწილებზე მიიტანა შეტევა.

მათ გაანადგურეს რამდენიმე რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი. ქალაქში რუსების განუწყვეტელი მსხვერპლის გამო რუსები ალაპარაკდნენ ქიმიური იარაღის გამოყენებაზეც, რაც არამხოლოდ კიდევ ერთი ჩადენილი საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, არამედ სიკვდილს უქადის თავად რუს მოალყე სამხედროებსაც კი.

თუმცა რუსეთისაგან მსგავსი რამ სულაც არ არის გამორიცხული, პირიქით, კრემლის ხელწერა ყველას და ყველაფრის განადგურებაა, მათ შორის საკუთარი ხალხის.

– ბოლო 24 საათია ლამის განუწყვეტლივ იბომბება ქალაქი ხარკივი (ხარკოვი). ნგრევა და მსხვერპლი საათობრივად მატულობს. რუსები დანამდვილებით ხვდებიან, რომ ამ ეტაპზე ქალაქის აღება შეუძლებელია მაგრამ ცდილობენ ინფრასტრუქტურული განადგურების ფონზე ქალაქი უცხოვრებელი გახადონ. ამასთან, დღეს იყო მცდელობა ქალაქის ირგვლივ შექმნილიყო ახალი საცეცხლე პოზიციები, მაგრამ დილით უკრაინულმა არტილერიამ რუსული სამხედრო კოლონა ქალაქის შემოგარენში გაანადგურა. კიდევ ერთი კოლონა განადგურა ხარკივი-დონბასის გზაზე (ვიდეო კომენტარებში).

– ლუგანსკის რაიონში ურაინელებმა რუსული ბაზა და იარაღის საწყობი პირწმინდად გაანადგურეს. ეს იყო არამხოლოდ ძველი საწყობი და ბაზა, არამედ განახლებული, რომელიც მიმდინარე გადაჯგუფების შემდეგ შეივსო. რუსებმა მნიშვნელოვანი ძალიან დიდი ზარალი მიიღეს. (მოვლენის ამსახველი ფოტო კომენტარებში).

– დონბასში (არ არის დაზუსტებული ადგილი) კიდევ ერთი რუსული კოლონა განადურდა. რუსები კვლავ გაწელილი კოლონებით გადაადგილდებიან. (ამსახველი კადრები კომენტარებში).

– რუსულმა ავიაციამ დღეს ქალაქი დონეცკის ირგვლივ დაიწყო ქალაქებისა და დასახლებების დაბომბვა. რეალურად სწორედ დონეცკის ირგვლივ არსებობს რეალური ფრონტის ხაზი და უკრაინელთა მიერ საუკეთსოდ გამაგრებული პოზიციები. რუსული ავიაცია უკრაინის სიღრმეში თავს არიდებს მოქმედებას. უკრაინის ცა ნელ-ნელა სრულად დაცული გახდება.

– უკრაინელები წერენ, რომ რუსული 58-ე არმიის მნიშნელოვანი ნაწილი განადგურებულია. 58-ე არმია სწორედ ისაა, საქართველოს წინააღმდეგ რომ იბრძოდა 2008 წელს.

– პენტაგონის განცხადებით ისინი დღეში 10-ჯერ მაინც აწვდიან უკრაინას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები, როგორც კი კონკრეტული ტიპის იარაღს კარგად შეისწავლიან, შემდგომ ახალი პარტიის ათვისება აღარ გაჭირდება. სავარაუდოა, რომ ორ-სამ კვირაში უკრაინის გადაიაღება დასრულდება.

– რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში წმენდა მიმდინარეობს. უკრაინელები იმასაც კი წერენ პუტინის ყოფილი თანაშემწე და საქართველოსა და უკრაინის საკითხებში მთავარი დეზინფორმატორი ვლადისლავ სურკოვიც კი დაკავებულია. ძალიან რთული იქნება მსგავსი ინფორმაცია გდამოწმდეს, მაგრამ შიდა წრეებში რომ სიტუაცია ძველებურად ერთ ვერტიკალზე აღარაა აგებული და ე.წ. “კუდიანებზე ნადირობა” დაწყებულია, ეს სხვადასხვა წყაროებიდანაც ჩანს.

გაზიარება88

დაკავშირებული -პოსტები

ლოცვა , რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 12, 2026
141
მთავარი

დღეს წმინდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეა. ტროპარი ვითარცა მოციქულთა თანამოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს...

დაწვრილებითDetails

“ყველას ნახვა მიხარია, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ციხეში ადამიანები კიდევ რჩებიან” – ნიკა გვარამია

თებერვალი 12, 2026
26
მთავარი

ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ნიკა გვარამიას განცხადებით, უამრავი ბიჭი თუ მხცოვანი ადამიანი ზის ციხეში „საკუთარი...

დაწვრილებითDetails

ხონში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

თებერვალი 12, 2026
71
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინა გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 12, 2026
1.5k
მთავარი

ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში ჩამოიშალა კლდის ფერდი. გადაიკეტა გზის აღნიშნული მონაკვეთი. 11 თებერვალს, გვიან ღამით, ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში , ქვათაცვენის პროცესების...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

თებერვალი 12, 2026
385
მთავარი

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ყურავა. დეკანოზი თეიმურაზი დაიკრძალება შაბათს, 14 თებერვალს ამავე ტაძრის ეზოში....

დაწვრილებითDetails

ნიკა გვარამიამ ციხე დატოვა

თებერვალი 12, 2026
45
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 12 თებერვალს დატოვა. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

თებერვალი 12, 2026
23
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე,...

დაწვრილებითDetails

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 12, 2026
439
მთავარი

ვერძი მატულობს იღბლიანობა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, ყველა შანსი გაქვთ, წარმატებისთვის. დაისვენეთ აქტიურად. კურო რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ სხვებთან წვრილმან საკითხებზე შეთანხმება, შეეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ ნებისმიერ ადამიანზე....

დაწვრილებითDetails

“პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს” – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

თებერვალი 11, 2026
273
მთავარი

დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! - ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს...

დაწვრილებითDetails

„3 არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით – პროკურორი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე

თებერვალი 11, 2026
287
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც ბრალი დაუმძიმდათ. მოსამართლე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროცესი დახურულია, რადგან საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გიგა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».