უკრაინა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ “რეფერენდუმების” გამართვასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.
განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ გააკეთა.
“რუსეთი პასუხისმგებელია გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შემდგომ მცდელობებზე”- აცხადებს ის.
ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინის 4 ოკუპირებულ რეგიონში “რუსეთთან მიერთების” საკითხზე ე.წ რეფერენდუმები დაიწყო.