უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
“უკრაინა არასდროს დაივიწყებს ადამიანებს, რომელთა სიცოცხლეც ჰოლოდომორის გენოციდმა შეიწირა არასდროს დავივიწყებთ იმას, თუ რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ და აუცილებლად შევაჩერებთ იმ ახალ გენოციდს, რომელიც რუსეთმა, ტოტალიტარიზმის მემკვიდრე ქვეყანამ, მოგვიტანა” | წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.










