უკრაინის გამნაღმველთა ასოციაცია აცხადებს, რომ უკრაინაში 82,5 ათასი კვადრატული კილომეტრი უნდა გაიწმინდოს. ეს არის უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1/6, ანუ ქვეყნის მთლიანი ფართობის 14%, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.
საშიშია არა მხოლოდ დონბასი, არამედ სამხრეთის მიწები – ხერსონის, ზაპოროჟიეს რეგიონები, ასევე კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები – აცხადებენ ასოციაციაში.
უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის შეფასებით, განაღმვითი სამუშაოების ღირებულებამ შესაძლოა 8,25 – 8,5 მილიარდი ევრო შეადგინოს.