უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს,
გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პერიოდულად მიდიოდა გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, სადაც სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდა. სანაცვლოდ ის ფულად ანაზღაურებას იღებდა.
კერძოდ, დამკვეთებს ოპერაციაში ჩართული უახლესი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, დისლოკაციის ადგილები, პირადი შემადგენლობა და სხვა მონაცემები აინტერესებდა.
ჯაშუში ინფორმაციის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.










