უკრაინაში რუსებმა სასწრაფოს 58 მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 6 ექიმი მოკლეს
“ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, მოსაზრებები. არასოდეს მიფიქრია, რომ მედიცინის მუშაკებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების მიწოდება შეგვეძლო. მაგრამ რუსეთიდან ტერორისტების ქმედებების გამო, რომლებმაც უკვე ესროლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 58 მანქანას და დაიღუპა 6 ჩვენი კოლეგა, ჩვენც იძულებულები ვართ გავაკეთოთ ეს.“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.