სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ხვალ გარკვეულ მინიშნებას ელის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფიცომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინაში ომის მოკლევადიან პერიოდში დამთავრების ალბათობა მაღალია. ხვალ რაღაც მინიშნებას ველოდები, რადგან უცებ წამოიჭრა უკრაინის ნატო-ში მიწვევის თემა“, – აღნიშნა ფიცომ.
ამასთან, მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ ეს მიწვევა „უფასო“ იქნება.
ფიცომ ხაზი გაუსვა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც მიმართული იქნება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ.
ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია იმის დავიწყება, რომ რუსები დატოვებენ ყირიმს და სხვა ტერიტორიებს, მაგალითად, დონეცკს ან ლუგანსკს. მისი თქმით, რუსები სულ უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობენ და კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.