უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი წერს:
“ბრძოლა დონბასისთვის”, მეორე სეზონი. უკრაინაში მიმდინარე ომი ბევრისთვის იქცა მორიგ სატელევიზიო შოუდ Netflix-ზე. მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით, სხვადასხვა სიუჟეტით და დამაინტრიგებელი დასასრულით ახალ ეპიზოდამდე.
ბეჭდების მბრძანებელი? სამეფო კარის თამაშები? შავი სარკე? მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი – ჩვენ არ გვყავს მსახიობები, ადამიანები რეალურად იღუპებიან და სცენარისტები არ გვაძლევენ ბედნიერი დასასრულის გარანტიას.
ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით არის დაწერილი. ტელეეკრანისგან განსხვავებით, აქ ბოროტების შესაჩერებლად დახმარება შეგიძლიათ.”-წერს მიხაილო პოდლიაკი.










