LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა” – პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/02/13-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

გუშინ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. როგორ თუ კითხვას სვამს ქართველი ხალხი, რაში ხარჯავენ ფულს და როგორ იშმუშნება ქართველი ხალხი, როცა გაიგებს, რომ პოლიტიკაში იხარჯება დანიელების ფული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „უტიფრობა ის არის, რომ უცხო ქვეყნები საქართველოში ფულს ხარჯავენ, მაგრამ ამაზე რომ შენიშვნა უთხრა ან კითხვა დაუსვა, შეიცხადებენ და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ“.

„შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის ელჩმა გამოთქვა გაკვირვება და შეშფოთება იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა ბრიტანეთის საელჩოს, რადიკალური ოპოზიციის პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“დაეფინანსებინა. ბავშვმაც კი იცის, რომ „ტაბულა“ არის პარტიული კედლის გაზეთი. ბრიტანეთის ელჩი ცდილობდა დაეფინანსებინა რადიკალების პარტიული კედლის გაზეთი. დღეს ახლა ბრიტანეთისგან ვიგებთ, რომ იმავე ქმედება ჩვენ რომ ბრიტანეთში განვახორციელოთ, სასტიკად უნდა დაგვსაჯონ და ამის შესაძლებლობას არ მოგვცემენ. ეს ხომ ერთადერთ რამეს აჩვენებს – ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, ხალხს და ქვეყანას. ის „იუპიტერები“, რომლებსაც საკუთარი თავი წარმოუდგენიათ, რომ მათთან ეს არ უნდა მოხდეს, ბრიტანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ქართველებს თურმე არ გვაქვს უფლება, რომ ბრიტანელ ხალხს დემოკრატიის განვითარებაში მივეხმაროთ. რატომ არ გვაქვს უფლება? არ შეიძლება ჩვენგან რამე ისწავლონ და ჩვენ დავაფინანსოთ ბრიტანეთში პოლიტიკური აქტივობები? რა ხდება, ქართულ ფულს რაიმე მანკი აქვს თუ წუნი? პირიქით, ჩვენ ვგონივართ ხარები. თურმე აქ ფული უნდა ხარჯონ და ხმაც არ უნდა ამოვიღოთ. ამ ყველაფრის მთელი უტიფრობა ის არის, რომ ფულს ხარჯავს, მაგრამ ამაზე რომ შენიშვნა უთხრა, კითხვა რომ დაუსვა, შეიცხადებენ და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, როგორც გუშინ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. როგორ თუ კითხვას სვამს ქართველი ხალხი, რაში ხარჯავთ ფულს და როგორ იშმუშნება ქართველი ხალხი, როცა დაიგებს, რომ პოლიტიკაში იხარჯება დანიელების ფული, რომელსაც საერთოდ ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. საერთოდ, დანიამ რა იცის, ვინ ვართ იციან? დანიის მოსახლეობამ რომ რუკა აიღოს, გაიგებს საქართველო საერთოდ სად არის? ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც ყოველთვის იყო, ყოველთვის კარგად იფუთებოდა და დღეს ვერ იფუთება. მათ შორის ვერ იფუთება იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ ვამხილეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „მართალი სიტყვა არის ხელისუფლების მთავარი იარაღი, რისიც ეშინიათ“.

„ამიტომ ცდილობენ ჩვენს დასჯას, დევნას, რომ გაგვაჩუმონ. ერთადერთი, რასაც ემსახურება ყველა განცხადება, რეზოლუცია, ვიზის შეზღუდვა თუ ასე შემდეგ, მთავარი მიზანი არის, როგორმე გაგვაჩუმონ. რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, შემდეგ ამ სიმართლეს ვეღარ „იჭერენ“ და საბოლოოდ, ეს საკითხები სკდება. „დიფ სტეითი“ იქნება თუ სხვა საკითხები, ყველაფერი გაუსკდათ და ნაღმივით ხელში აუფეთქდათ,. რა ვქნათ, ერთი პატარა ქვეყანა ვართ, 3,9 მილიონი მოსახლეობით. არც გაქვს ბირთვული შეიარაღება და სხვაზე ზემოქმედების ეკონომიკური ინსტრუმენტები, მაგრამ ქართული სიტყვა ზოგჯერ ზოგიერთ სხვა ინსტრუმენტზე ძლიერია“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"