რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი, უკრაინის მოქალაქე მიშიკო შედანია – ინფორმაციას სოციალირ ქსელში ლაშა ბერულავა ავრცელებს.
,,ის საბრძოლო დავალების შესრულების დროს, გმირულად დაიღუპა, როცა თანამებრძოლების საშიში ზონიდან გამოყვანას ცდილობდა.
მიშიკო შედანია პოლკ “აზოვში” ირიცხებოდა, გავლილი ჰქონდა განსაკუთრებული რეჟიმის საბრძოლო მომზადება.
მიშიკო შედანიას საქართველოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
დიდება გმირებს!” – წერს ჟირნალისტი ლაშა ბერულავა.