უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა – მას სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენებენ. მებრძოლის დაღუპვის შესახებ ოჯახმა 23 აგვისტოს გაიგო, მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია. ვიქტორ კიპრიტიდი 49 წლის სოხუმიდან დევნილი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. მებრძოლს ხვალ თბილისში მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ვიქტორ კიპრიტიდი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაღუპული 71-ე ქართველია.
ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – სასტიკი მკვლელობა თბილისში
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 13 ივლისს, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცივი იარაღით...










