უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი გმირი ქართველი ახალგაზრდა ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა.
ირაკლი სიმტკიცის, პატრიოტიზმის და სიმამაცის სიმბოლო იყო.
მიმძიმს მასზე საუბარი, მიმძიმს რადგან ირაკლი საუკეთესო იყო საუკუთესოთა შორის, ის ჩემი იმედი იყო, ის ჩვენი იმედი იყო, ის საქართველოს მომავალი იყო.
პროფესიონალი მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს, ეს პირველ რიგში ახალის სწავლის უნარია. სწორედ ასეთი იყო ირაკლი მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და საუკეთესო პროფესიონალი იყო, ის ყოველივე ახალს სწავლობდა და იყენებდა საბრძოლო მოქმედებების დროს, მე ამ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს გამარჯვებისთვის გამოვიყენებო, ხშირად იმეორებდა…
7 დაჭრილი გამოიყვანა ფრონტის ხაზიდან, ერთი მათგანი 2 კილომეტრი ზურგით ატარა და თან “შენ ხარ ვენახი” ღიღინებდა.
არც კი ვიცი როგორ დაგემშვიდობო ირაკლი, მხოლოდ ერთი ვიცი, რომ გმირები გვაძლიერებენ.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
ლაშა შერგელაშვილი.
წერს სოციალურ ქსელში კობა ხაბაზი










