უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა.
შემთხვევა წუხელ, ქალაქ ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს მოხდა.
გარდაცვლილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
ბრძოლისას დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო.
უკრაინელმა და ქართველმა სამხედროებმა ოკუპანტებს სერიოზული ზიანი მიაყენეს. განადგურებულია რუსული მიგ-24-ის და მიგ-25-ის ტიპის თვითმფრინავები, 34 ჯავშანტრანსპორტიორი, 14 ტანკი. რუსი ჯარისკაცების ნაწილი ტყვედ არიან აყვანილი, მათგან რამდენიმე თავად ჩაბარდათ.
დაღუპულის ოჯახს მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ “მთავარი არხი” ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს.
ცნობისთვის, აგრესორები ირპენზე საჰერო და საარტილერიო დარტყმებს ინტენსიურად ახორციელებენ, თუმცა ქალაქი კვლავ უკრაინელების კონტროლის ქვეშაა, რომლებიც მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ. წუხელ მომხდარი შეტაკებების შემდეგ, რუსებს დაახლოებით 7 კილომეტრით უკან დახევა მოუწიათ.
წყარო:mtavari.tv/