აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის მოქალაქის, სტივენ ზაბელსკის გარდაცვალება დაადასტურა და კვლავ მოუწოდა ამერიკელებს, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან.
„შეგვიძლია დავადასტუროთ უკრაინაში აშშ-ის მოქალაქის, სტივენ ზაბელსკის გარდაცვალება. უკვე დავუკავშირდით მის ოჯახს და აღმოვუჩინეთ საჭირო საკონსულო დახმარება“, – განაცხადეს უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, 52 წლის სტივენ ზაბელსკი უკრაინაში მოხალისედ წავიდა, 15 მაისს კი სოფელ დოროჟნიანკასთან ნაღმზე აფეთქდა.
ზაბელსკი უკრაინაში მიმდინარე ომში გარდაცვლილი მეორე ამერიკელი მებრძოლია. პირველი 22 წლის უილი ჯოზეფ ქენსელი იყო, რომელიც რუსულ აგრესიას აპრილში ემსხვერპლა