უკრაინაში, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას, Украинская правда ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ, მოსკოვის სახელმწიფო ტელევიზიებიც.
2009 წელს გავრცელებულ პირველ ვიდეოში სადაც, გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული ერთ-ერთი ოკუპანტი სერგეი სუხარევია. სწორედ მისი მეთაურობით მონაწილეობდა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.