უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა, – ამის შესახებ მედიასთან პრეს-მარათონის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სადაზვერვო ინფორმაცია, გვაქვს აუდიო ინფორმაციაც, სადაც უკრაინის წარმომადგენლები, ვთქვათ, რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობას სახელმწიფო გადატრიალებაში უკრაინაში, რომ მოზიდული იქნება მილიარდი დოლარი იქნება და ა.შ.. მე მჯერა, რომ ეს არის ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის დისკრედიტაცია. მე მჯერა, რომ ეს არის ოპერაცია. მას ითრევენ ომში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტისთვის მზად არის.
“მეჩვენება, რომ ჩვენ 8 წელია საომარ მდგომარეობაში ვართ… მე მჯერა, რომ დღეს არის დაშინება ზოგიერთი პლატფორმის და მედიის მხრიდან.
რა უნდა ვიცოდეთ: ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს და მზად ვართ შესაძლო ესკალაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას თავისი სამხედროების იმედი უნდა ჰქონდეს.