ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა.
“ჩვენი 95 მებრძოლი კვლავ სახლშია – ჯარისკაცები, რომლებიც მარიუპოლსა და “აზოვსტალს”, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს იცავდნენ.
ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა რუსეთის ტყვეობიდან თავის ხალხს იხსნის, ჩვენ იმ დღეს ვუახლოვდებით, როდესაც თავისუფლება ყველას დაუბრუნდება, ვინც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.