LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი დეტალები – 17 წლის ბიჭი გორის ციხეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა

უკანონოდ შემოსული არმიის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებ, თავი უნდა დაიცვა-ლევან ცუცირიძე

დაპოსტა 2021/08/07-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება

,,? რუსეთის პრეზიდენტი რომ შენს პრეზიდენტს ეტყვის: კოსოვოზე პასუხს საქართველო მიიღებს, მაგრამ ეგ შენი პრობლემა არ არისო (?), ესე იგი ომი მზადდება.

? სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რომ რუსულ პასპორტებს დაარიგებ, რკინიგზას რომ განაახლებ, ახალ შეიარაღებას რომ შეიტან და უსაფრთხოების დოქტრინაში რუსების მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაცვას ჩაწერ, ომი მზადდება.

? რუსი დიპლომატები რომ ევროპელებს ეუბნებიან დროზე მოინახულონ საქართველო, თორემ მერე გვიან იქნება, ომი მზადდება.

? მთებში ფრენის გამოცდილების მქონე მფრინავებს რომ აგროვებ, ომი მზადდება.

? ყველა ქართულ სამშვიდობო
ინივიატივას რომ დაბლოკავ, ომისთვის მზადებაა.

? 40.000 რუსი სამხედროს საქართველოში რამდენიმე დღეში შემოყვანა ფიზიკურად შეუძლებელია, თუკი ომისთვის არ ხარ მზად.

? მეორე სახელმწიფოს მთავარ მომლაპარაკებელს „საბურავი რომ დაეშვება“ და სამშვიდობო შეხვედრაზე „ვერ მოვა“, ომი უნდა.

? 50-მდე რუსი ჟურნალისტი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალის ერთი და იმავე სასტუმროში შემთხვევით ვერ აღმოჩნდება, თუკი ომის დაწყება გადაწყვეტილი არ გაქვს.

? სამხედრო წვრთნის მონაწილეებს რომ ბროშურებს ურიგებ, სათაურით „მეომარო: იცნობდე შესაძლო მტერს!“, სადაც ქართული არმიის აღწერაა, ომს იწყებ.

? სხვა ქვეყნის თვითმფრინავი რომ შემოფრინდება შენს საზღვრებში და ბომბს გესვრის, ომის დაწყებაა.

? ქალაქის ტერიტორიიდან მოსახლეობის ორგანიზებულ გაყვანას ევაკუაცია ჰქვია და ხშირად ომისათვის მზადებას უძღვის წინ. როცა ცხინვალში ევაკუაცია ცხადდება, ომიც იწყება.

? სამშვიდობოების პოზიციიდან კონფლიქტის ზონაში აკრძალული იარაღით რომ გესვრიან, ომის დაწყებაა.
სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღებული სამხედროები რომ შემოდიან, ომის დაწყებაა.

? ომის დაწყებას მობილიზება სჭირდება: ქართული შეიარაღებული ჯარების ხუთი ბრიგადიდან I ბრიგადა ერაყში იყო; II ბრიგადა, ერაყიდან ახალ დაბრუნებული – სენაკში, III და IV ბრიგადები ერაყისთვის წვრთნაზე ქუთაისში, V ბრიგადა კი ძირითადად საწვრთნელი ბრიგადა იყო.

რუსული არმია კი, რომელმაც სწორედ მაშინ დაასრულა საბრძოლო წვრთნები, როკის გვირაბთან იდგა.

? ომის დაწყებას შესაბამისი წვრთნა და აღჭურვა სჭირდება, ქართული შეიარაღებული ძალების მომზადება არ იყო გათვლილი ტერიტორიულ ოპერაციებზე;

რუსული ძალები კი ჩრდილო კავკასიაში სწორედაც რომ მეზობელ სახელმწიფოში შეჭრის ოპერაციისთვის ვარჯიშობდნენ და შესაბამისი ტექნიკაც იქვე ჰქონდათ.

? ომს (სამხედრო კონფლიქტს) აქვს თავისი განმარტება. ეს ყველგან წერია – წიგნებში, რომლებიც ბიბლიოთეკებშია და ვიკიპედიაშიც კი, რომელიც ინტერნეტშია! საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ომი საუკუნეების წინ კი არა, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო.

? 08-08-08 მარკეტინგულად კარგად ჩანს, მაგრამ სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მარკეტინგი: ომი 7 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების მასიური შემოჭრით საქართველოში.

ძალიან სუსტი ქვეყანა ძალიან ძლიერის წინააღმდეგ ომს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა თავს ესხმიან და ომი ის ბოლო არჩევანია, რომელიც სასიცოცხლო დროის მოსაგებად სჭირდება.

? საკუთარ ქვეყანაში უცხო ქვეყნის უკანონოდ შემოსული არმიის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებ, თავი უნდა დაიცვა.

? 1-ში რომ გესვრიან, 2-ში რომ გესვრიან, 3-ში რომ გესვრიან, 4-ში რომ გესვრიან, 5-ში რომ გესვრიან, 6-ში რომ გესვრიან და 7-ში შენც რომ ესვრი, ეს ომის დაწყება კი არა, სამართლიანი თავდაცვაა.

? დაბოლოს, შენ როგორ მოიქცეოდი 2008 წლის აგვისტოში?”-წერს ლევან ცუცქირიძე.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"