LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს – კელი დეგნანი

უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია – კელი დეგნანი

დაპოსტა 2020/05/01-ში
A A
69
ნახვა
გაზიარება

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კელი დეგნანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე ყველა გამოწვევისა და საფრთხის შესახებ. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც ყოველდღიურად ექმნება ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გამო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ უკანონო ბორდერიზაციაზე, ვისაუბრეთ იმ ხალხის ბედზე და პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან პრობლემებს ოკუპაციის, საოკუპაციო ზოლისა და მავთულხლართების გამო. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელი ვიზიტი, ასეთი რანგის სტუმრების ვიზიტი რეგიონში ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა მათ თავისი თვალით და თვითონვე შეაფასონ ის პრობლემები, გამოწვევები და რისკები, რომლებიც მომდინარეობს ოკუპირებული რეგიონებიდან,“ – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

„პირველად მომეცა შესაძლებლობა მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი.

საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ.

ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება. განსაკუთრებით კოვიდის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ნახვა.

მე ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

“სააკაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე არ არის, მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო”- გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის - მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს - ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო - ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ სტრატეგიულ კურსს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი. „ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეორიენტაცია ევროატლანტიკური...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა...

დაწვრილებითDetails

საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას – ევროპარლამენტი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.   დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს...

დაწვრილებითDetails

ელენე ხოშტარიას დედა ივანიშვილს მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ელენე ხოშტარიას დედა ივანიშვილს მიმართავს
მთავარი

"როგორც არასოდეს ისე მინდა მიწვდეს ჩემი ხმა ბიძინა ივანიშვილს! ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და  მისი ჯანმრთელობის გაუარესებისთვის ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!" - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას  დედა,...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრიან კენჭს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება
მთავარი

ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერზეა განთავსებული. ანგარიშს მხარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 5 მაისს 53...

დაწვრილებითDetails

როგორც კი რუსეთის ჯარი საქართველოს დატოვებს, ყველა წინაღობა მოიხსნება – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუკი ვინმეს სურს კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სხვა ურთიერთობის აღდგენა, იციან, სად არის პრობლემის სათავე - როგორც კი რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობის ყველა წინაღობა მოიხსნება,...

დაწვრილებითDetails

„ოცნების“ რეჟიმი სულ უფრო მეტად ფლავს საქართველოს იზოლაციაში”- გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა და მოლდოვა მიდიან წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ როდესაც საქართველო რეალურად არის უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხის წინაშე - ეს არის ყველაზე კარგი დასტური იმ რუსული საგარეო პოლიტიკური ამოცანის,...

დაწვრილებითDetails

” პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა გრძელდება ” – კახა კალაძე

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
მთავარი

პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა დღესაც გრძელდება - ესეც „აკერმანის სახელმძღვანელოდანაა“, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებენ, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ დაძველდა „აკერმანის სახელმძღვანელოს“ მეთოდები და ყველამ ყველაფერი იცის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"