ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, KIU-ს რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, GIZ-ის პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორი ქრისტოფ ბაიერი, ამავე პროგრამის საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელი აკბარ მოჰაბატი და პროგრამის ექსპერტი აკაკი რუხაძე.
GIZ-ის რეგიონში ვიზიტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკის განვითრების ხელშეწყობა, ქუთაისის გარდაქმნა ბიზნესისათვის ხელსაყრელ (Business-friendly) ქალაქად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის პლატფორმის ჩამოყალიბება, შესაბამისი გუნდის შექმნა, ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა, ქუთაისის, როგორც რეგიონული ცენტრის, მიმზიდველობის გაზრდა.









