2024 წლის იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 312 807 ლარი შეადგინა, რაც 300 399 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, აღნიშნულისთვის 2 613 206 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.
გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 265.845 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 232.850 მლნ ლარი.










