როგორც ირკვევა, გიორგი ფხაკაძე ია ფარულავას გადაცემის, “ფარული კონვერტის” სტუმარი იქნება, თუმცა მან სტუდიაში მისვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც გადაცემის ჩაწერა სახლში დაიგეგმა.
“ია ფარულავამ ტვინი შემიჭამა, მოვიდა ჩემთან სახლში, რა უნდა მექნა, უარი ვერაფერზე ვუთხარი, ცუდი არაფერი იფიქროთ, მაგრამ ეს არის ქალი ლეგენდა და უარი ვერ ვუთხარი.
მთხოვა რომ მის გადაცემაში მივიღო მონაწილეობა. მე ავუხსენი, რომ გამორიცხულია სტუდიაში ჩემი მისვლა, ავუხსენი, რომ სტუდიებში არ დავდივარ, მხოლოდ სუფთა ჰაერზე…
ახლა ქუთაისში გამომიგზავნეს “შიკრიკები”, და ბოლოს დავთანხმდი, მაგრამ შევთავაზე, რომ ჩემთან, სახლში ჩაგვეწერა.
თუ არ ვცდები, ეს გადაცემა გავა ორშაბათს, 22:00 საათზე თუ 20:00 საათზე, ზუსტად არ ვიცი. ქართულ ტელევიზიებს არ ვუყურებ” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.










