ტურიზმის ინდუსტრიის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა – საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“მეგა ტვ” ტესქტს უცვლელად გთავაზობთ:
“გახანგრძლივებული მასშტაბური შეზღუდვები, ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, კვების ინდუსტრია და გიდები, რომლებიც უკვე ერთი წელია ყოველგვარი შემოსავლისა და საარსებოს გარეშე არიან დარჩენილები, სასიკვდილო დარტყმას აყანებს ტურიზმის ინდუსტრიას!.

ჩვენი ასოციაცია – სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფებისა და ასოციაციების მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს :


აღდგეს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ;

დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა,

შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა,
საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა და დაბალბიუჯეტიანი ავიახაზებისთვის ფრენების უფლების მიცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან!
პატივისცემით,
საქართველოს ახალგზარდა გიდების ასოციაცია
ქუთაისი,22 იანვარი 2021 წელი” – ნათქვამია განცხადებაში.