ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის პროფესორის, ზაზა ავალიანის განცხადებით, ცენტრში მყოფ სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა.
როგორც ავალიანი აღნიშნავს, პაციენტები შესაბამის კლინიკებში არიან გადაყვანილი. ამასთან, მისივე თქმით, კლინიკაში არსებულ ცხელების ცენტრში დღეს კიდევ 9 პაციენტის პასუხს ელოდებიან.
“26 თებერვლიდან ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი მუშაობდა საკარანტინე რეჟიმში, ხოლო შემდგომ ჩვენ უკვე გავაგრძელეთ ფუნქციონირება ცხელების ცენტრის რეჟიმში. ჩვენთან სამი ადამიანია იდენტიფიცირებული და გადაგზავნილია შესაბამის კლინიკებში. ცხელების ცენტრი აბსოლუტურად იზოლირებულია ყველა სხვა ტერიტორიიდან და სივრციდან. ჩვენთან ასამდე პაციენტი გადის მკურნალობას ტუბერკულიოზის ეროვნული პროგრამით. ჩვენ ყველა პირობას ვუქმნით პაციენტებს, რომ მათ ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი ამ ინფექციით”, – განაცხადა ზაზა ავალიანმა.










