
აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში რეპერ ტრევის სკოტის კონცერტზე ჭყლეტაში 8 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი 5 ნოემბერს ფესტივალ Astroworld Festival-ის გახსნაზე მოხდა, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი დაესწრო. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კონცერტის დროს ადამიანები სცენასთან უფრო ახლოს მისვლას ცდილობდნენ, რამაც პანიკა გამოიწვია.










