ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც “თანასწორობის მოძრაობა” იუწყბეა მათ 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ჰქონდა, რის შემდეგც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
“ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
“თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია და თანხლება გამოკითხვისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების ძალისხმევით საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.” – აცხადებენ “თანასწორობის მოძრაობა”-ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 236-ე (ყაჩაღობა, გაუპატიურება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლების მიხედვით მიმდინარეობს.