უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„მადლობა გადავუხადე [ჯო ბაიდენს] აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ფინანსურ სფეროში. განვიხილეთ უკრაინის შემდგომი ნაბიჯები აგრესორზე გამარჯვების გზაზე და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე.









