შროშა-რიკოთის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას სამტრედიელი ახალგაზრდა ემსხვერპლა – ინფორმაციას ,,გურია ნიუსი” ავრცელებს.
როგორც გამოცემას წყარო უყვება, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. სატვირთო ავტომობილი (ტრაილერი), რომელსაც გოჩა შენგელია მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.










