ტრაგიკულად დაღუპულ 5 დას, ანა-მარიას, ემილიას, ნიას, ელენესა და სოფიას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში დღეს დაკრძალავენ.
საქართველოში 9 იანვარის გლოვის დღედ გამოცხადდა.
ნათესავები, საბავშვო ბაღის, სკოლის პედაგოგები, კლასელები და ნათესავები ენგურის ხიდთან დილიდან შეიკრიბებნენ ჯერ შსს-ს, ხოლო შემდეგ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე შესაბამისი შემოწმება გაივლოთ საბერიოში სამძიმარზე ჩასასვლელად. აფხაზური მხარე საბერიოში მათ ტრანსპორტირებას და უკან მოყვანას უზრუნველყოფს.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ტრაგედია 5 იანვარს, დილით მოხდა.










