ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 34 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს. შეგახსენებთ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი სოფელ აგარასთან დაახლოებით, 150 მეტრი სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა.
შემთხვევის დროს ავტომობილში სხვა მგზავრი არ იმყოფებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.










