ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის გოგო ესხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი ავტომობილი დაეჯეხნენ.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 28 წლის გოგო მართავდა, ის ჩქარა მოძრაობდა და დაეჯახა სატვირთოს, რომელიც ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა.
გოგო ადგილზე გარდაიცვალა. სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვინ არის ხონი-ქუთაისის გზაზე ავარიისას გარდაცვლილი გოგო (+ფოტო)