ტრაგედია თბილისში – რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მერვე კლასის მოსწავლე, ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა, არც გამაფრთხილებელი ნიშნები და არც უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა.
ირკვევა, რომ მუსიკის გაკვეთილიდან გამოსული მერვე კლასელი პარკში მეგობრებთან ერთად დასვენებად შევიდა და შემთხვევით ღია თხრილში ჩავარდა. მოზარდის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს.
თვითმხილველთა თქმით, 30 წუთის განმავლობაში ადგილზე, ვერც პოლიცია და ვერც სასწრაფო დახმარების ჯგუფი ვერ მივიდა.
წყარო: ტვ პირველი










