“ტორპედო”-ის გასხვისების აუქციონი ჩავარდა. ქუთაისის მერიამ შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის” 100%-იანი წილის პრივატიზებისათვის აუქციონი 4 აგვისტოს გამოაცხადა. აუქციონი 19 აგვისტოს დაიხურა, თუმცა ისე რომ საფეხბურთო კლუბის ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს.