ტორპედოს ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია ედენარო იქნება.
ედენარო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ გაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.
უფრო დეტალურად ახალი გენერალური სპონსორის შესახებ 14:00 საათზე პრესკონფერენციაზე ტორპედოს პრეზიდენტი ფაბიო მანინო ისაუბრებს.