LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ტირილი ამივარდა…” – სასწაული ციხისჯვრის მონასტერში

“ტირილი ამივარდა…” – სასწაული ციხისჯვრის მონასტერში

დაპოსტა 2025/02/15-ში
A A
516
ნახვა
გაზიარება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვრის წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის დედათა მონასტერში სასწაულის მომსწრენი გახდნენ. როგორც თვითმხილველი ამბობს, წუხელ, გვიან საღამოს, მონასტრის ეზოში მდებარე განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება აირეკლა. წმინდა მარიამის გამოსახულება, სპონტანურად, მონასტერში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა ქალმა ტელეფონით გადაღებისას დააფიქსირა.

ნინო ხუნძაყიშვილი მონასტრის წინამძღვრის ნათესავია. მან მონასტერში ცხრა დღე დაჰყო. ნინო “პრაიმტაიმს” მის თვალწინ გამოცხადებულ სასწაულზე უყვება.

ნინო ხუნძაყიშვილი: მონასტერი უნდა დამეტოვებინა და ტაძარში ჩემი ნივთების ასაღებად რომ ავედი, ძალიან ლამაზად თოვდა… ღამე იყო. მარტო ვიყავი ტაძარში, ცოტა შიში დამეუფლა. ისე ლამაზად თოვდა, დავიწყე ვიდეოს გადაღება. თავიდან განათების შუქი მრგვლად ჩანდა, შემდეგ უკვე ფორმა მიიღო. ბოლოს დაპატარავდა და თითქოს დაიკარგა. თავდაპირველად მამა გაბრიელის სილუეტად აღვიქვი. მაგრამ შემდეგ გადაღებულს რომ დავაკვირდი, ღვთისმშობლის ხატება დავინახე…

გაგიმხელთ იმასაც, რომ როგორც წუხელ ვიყავი, ასეთი ემოციური არასდროს ვყოფილვარ. ტაძარში რომ შევედი, ტირილი ამივარდა. ის ცხრა დღე და ბოლოს ტაძარში, ღამით, ეს ერთგვარი, გამოსამშვიდობებელი შესვლა, ჩემთვის ძალზე ემოციური აღმოჩნდა. გადავიღე და თითქოს ჩემი იქ ყოფნის საპასუხოდ მივიღე ეს ხილვა…

მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ამ სასწაულის მიერ მონიჭებული სიხარულის სხვისთვის გაზიარება მოუნდა და ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.

“ნინომ რომ ეს ვიდეო მაჩვენა, სიხარული დამეუფლა… მომინდა, ხალხსაც მიეღო ნუგეში.

უფლის მადლი ყველგან არის. ანგელოზები და წმინდანები ადამიანებს ეცხადებიან. ჩვენ არავინ ვიცით, ვის რატომ ეცხადება, ან კონკრეტულ ჩვენ რატომ ვერ ვხდებით ამის მომსწრე, ეს უფალმა უწყის მხოლოდ.

მადლობა უფალს და დედა ღვთისმშობელს ამ სიხარულისთვის და ამ სასწაულისთვის,” – ამბობს მამა გაბრიელი.

 

არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ერისკაცობაში იოსებ ჯამბაზიშვილი) ტაძარი მამა გაბრიელის სახელზე, 2012 წელს მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ააშენა. მალევე გაიხსნა მამა გაბრიელის საფლავიც. ის უკვე წმინდანად იყო შერაცხილი. ამდენად ეს არის ამ წმინდანის სახელზე აგებული პირველი ტაძარი.

ეს ტაძარი თავიდან მამათა მონასტერი იყო და როდესაც აქ აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამობრძანდა (და ეზოში მისი სახელობის ტაძარიც აიგო), მაშინ იკურთხა დედათა მონასტრად. აქ დედები დამკვიდრდნენ. რამდენიმე თვით, მონასტერში, დედა პარასკევაც მოღვაწეობდა… ახლა იქ მონაზონი ნატალიაა, მონასტრის წინამძღვრის დედა.

“სხვათა შორის, ტაძრის ადგილი, ეს მიწა სასწაულებრივად გადმოგვეცა “- “პრაიმტაიმს” ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი უყვება: ” სულ მაოცებდა, ასე უცებ როგორ მოხდა ტაძრის აშენება. ყველაფერი თავისით მოდიოდა. ტაძარში მობრძანდა ერთი ბერძენი ქალი. მამა გაბრიელის ნახატი ნახა, დედაოს უთხრა, ეს კაცი აქ ნანახი მყავსო.

ამ ადგილას ადრე იყო ბავშვთა დასასვენებელი ბანაკი. ეს ქალი ჰყვება, მოვდიოდი და მაგ ადგილას კვერთხით ხელში იდგა ეს კაციო.

დედა პარასკევას ვკითხეთ, შესაძლო იყო თუ არა, მამა გაბრიელი ციხისჯვარში მოხვედრილიყო. მან გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელი საგიჟეთიდან გამოუშვეს და თხუთმეტი წელი სასაფლაოებზე ცხოვრობდა. ლენინის სურათი რომ დაწვა, სახალხოდ აკრძალული ჰქონდა მსახურება. აი, იმ დროს მამა გაბრიელი დადიოდა მთა-მთა და მიტოვებულ ეკლესიებში წირავდა.

შეიძლება ეს ადგილი აკურთხა. წმინდანებს ეცხადებათ, სად უნდა აშენდეს ეკლესია.

და ტაძარი აშენდა ღვთის მადლით. მართლა სასწაულებრივად მოგვეცა ეს მიწა. ასე ადვილად ეკლესიის აშენება არ ხდება.

მრავალი ადამიანი მოდის და ნუგეშს იღებს აქ, ჩვენ კი ეს გვახარებს. უფალი მადლს უშურველად გვაძლევს. ის ჩვენს სურვილსაც კი იწირავს. უბრალოდ მასთან ყოფნა რომ გინდა, ამასაც ხედავს და გვიწირავს.

ასე რომ, უფლის ნებითა და მამა გაბრიელის სურვილით, ამ ადგილას ეს პატარა მონასტერია და თქვენ მისი მოლოცვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

რაც შეეხება მამა გაბრიელის ნივთებს და სიწმინდეებს. “პრაიმტაიმის” მკითხველმა იცის, რომ ამ ტაძარში ამ დიდი მამის სარტყელი ინახება. ის სასწაულებს ახდენს.

არქიმანდრიტი გაბრიელი: სარტყლის ისტორია ასეთია. საბერძნეთში რომ ვიყავი, იქ ვნახე, რომ წმინდა იოანე რუსის სარტყელს და სკუფიას (თავსაბურავი) იფარებდნენ და მასზე ლოცულობდნენ მომლოცველები.

სიწმინდესთან შეხებით ადამიანი მადლს იღებს. და მეუფეს ლოცვა-კურთხევით, ეს ტრადიცია, ჩვენთან გადმოვიტანე. აქამდე, საქართველოში, ასეთი ტრადიცია არ ყოფილა, რომ პირდაპირ ნივთებს მთხვეოდა ან  გაეკეთებინა ისინი მრევლს.

ემა დეიდამ და დედა პარასკევამ მაჩუქეს მამა გაბრიელის სარტყელი და მას შემდეგ ის ჩვენს ტაძარშია.

ეზოშია ასევე აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც 2016 წელს აიგო. ციხისჯვარში აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი 1546 წლიდან შვიდი წლის მანძილზე ინახებოდა. შემდეგ იმერეთის მეფე ბაგრატ მესამემ წაიღო გელათში. შემდეგ იქიდან მოხვდა სვეტიცხოველში და ახლა ეს ხატი სახელმწიფო მუზეუმში ინახება…

 

გაზიარება206

დაკავშირებული -პოსტები

რატომ შეწყდა ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსება-რა ხდება ცნობილი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 28, 2026
0
რატომ შეწყდა ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსება-რა ხდება ცნობილი
მთავარი

"როგორ გაწირეს ქირურგებმა ბარიატრიული პროგრამა ანუ რატომ შეწყდა ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსება?"- წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდი ყველაფერი მედიცინაზე "სისტემური „ჩავარდნა“ თუ ექიმების პასუხისმგებლობა. ​სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ის, რაზეც უკვე ვსაუბრობდით:...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი ხევში გადავარდა – არიან დაშავებულები

by თამარა ქავთარაძე
მარტი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ავარია სოფელ ახაშენში.  სამების ეკლესიის ზევით, ფაცხებთან, ავტომობილი ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 1 ადამიანი, 1 კი უგონო მდგომარეობაშია. არიან დაშავებულებიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო ,სახანძრო სამსახურები და სასწრაფო...

დაწვრილებითDetails

სამ დღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი სამტრედიაში გარდაცვლილი იპოვეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 28, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

სამტრედიაში  სოფელ დიდ ჯიხაიში 28 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც ცნობილი ხდება ახალგაზრდა მამაკაცს  სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. „სამი დღე ეძებდნენ და დღეს ნახეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი… საშინელი ტრაგედია...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც მამა პაისის ხატთან იკითხება

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც მამა პაისის ხატთან იკითხება
მთავარი

წმინდა პაისი ათონელი (მთაწმინდელი) ქადაგებდა გულითად, უბრალო და მუდმივ ლოცვას, სადაც ადამიანი ქრისტესა და ღვთისმშობელს საკუთარი სიტყვებით ესაუბრება. იგი ხაზს უსვამდა გულწრფელი სინანულის, თავმდაბლობისა და ღამის სიჩუმეში ლოცვის მნიშვნელობას, რაც...

დაწვრილებითDetails

დუშეთში მკვლელობა მოხდა

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დუშეთში მკვლელობა მოხდა - პოლიციამ 1987 წელს დაბადებული პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი...

დაწვრილებითDetails

რამდენით გაძვირდა საწვავი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
რუსეთმა დღეიდან ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 112.6 დოლარით (+4.22%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში ოქრო 111 დოლარით გაძვირდა – რა ღირს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 494 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 111 დოლარით მატებაზე მიუთითებს. Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
მოქალაქე  ავტო გამოცდაზე გამომცდელს დანით ემუქრებოდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უწყებიდან დაითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

აპრილიდან ახალი რეგულაცია შედის ძალაში – დეტალები

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

1 აპრილიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტით გაცემის წესები იცვლება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის არაუმეტეს 30...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 28, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

29 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. „ამა წლის 29 მარტს, 10:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"