ვახო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში მის შვილზე განხორციელებული მუქარის შემცვლელ სქრინებს ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.
“დიდი მადლობა ჩემი ოჯახის სახელით ესეთი ძლიერი თანადგომისთვის! ძალა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენში.
აქვე მეგობარ და კოლეგა ჟურნალისტებს ვთხოვ, რომ სატელევიზიო კომენტარისგან დღეს თავს შევიკავებთ.
აქ რომ მხოლოდ მე ვიყო არ მოვერიდებოდი, რადგან ბავშვს ეხება საქმე ცოტა რაციონალურად მინდა დავგეგმო ყველაფერი. აუცილებლად გაგაგებინეთ.
მაქსიმალურად ვეცადე არ გამესაჯაროვებინა ამ ტიპზე ინფორმაცია, რადგან მე ჩემი მორალი მაქვს ამ მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე მაინც, მაგრამ რადგან გასაჯაროვდა და მისი დამცველებიც გამოჩნდენ აქვე ჩავაგდებ ამ იმ ერთი ტომის სქრინის 3 ფურცელს და დიდი იმედი მაქვს ამ კომენტარებისგან ახლა მაინც შეიკავებენ თავს.
კრიტიკაც მესმის რომ თავი არ გავუხეთქე, დედამიწის ზურგზე არავის ენდომება ჩემს გარდა რომ ეს გავაკეთო. ალბათ ისე დაემთხვა ეს ყველაფერი რომ არ შევეჩეხე პირისპირ, თორემ არავინ დამასწრებდა. რაც ჩემს გულში და ნერვებში ხდება არავის ვუსურვებ.
მოკლედ მადლობა ყველას” – წერს ჭუმბურიძე.